დღეიდან ტოკიოში 8 აგვისტოს ჩათვლით ოლიმპიური თამაშები გაიხსნება.
თამაშებზე 206 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
ოლიმპიადა 15:00 საათზე „ახალ ეროვნულ სტადიონზე“ გაიხსნება, ეს მოედანი 68 000 გულშემატკივრებს იტევს, მაგრამ, COVID-19-ის გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება.
ტოკიო 2020-ზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 ლიცენზიანტი ათლეტით იქნება წარმოდგენილი. უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით ჩოგბურთის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილიც იასპარეზებს.
ოლიმპიდა 2020 წინა წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ორგანიზატორებმა ტურნირის გადადება გადაწყვიტეს.











