თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დაახლოებით 80 თანამშრომელი გამოიკვლიეს.
კლინიკის დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსი მედპერსონალის კიდევ სამ წარმომადგენელს დაუდასტურდა.
„ცხრავეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ერთ მძიმე პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, შედარებით სტაბილურად არის, თუმცა კვლავ კრიტიკულ მდგომაროებაშია. გვყავს ასევე ორი საყურადღებო პაციენტი, რომლებსაც პერიოდულად სჭირდებათ მაღალი წნევით ჟანგბადის მიწოდება, მათ პნევმონია აქვთ დადასტურებული. თითქმის დავამთავრეთ სტაფის გატესტვა, მთელი ჩვენი გუნდის, მედპერსონალისაც, ადმინისტრაციული ნაწილის და, საბედნიეროდ, გუშინ თითქმის 80 ანალიზის პასუხი მივიღეთ მედპერსონალის და იქიდან მხოლოდ სამი დადასტურდა, დანარჩენი ყველა უარყოფითია“,- აცხადებს გოფოძე.











