„რურუა, როგორც პოლიტიკური ლიდერი, და ოპოზიციური მედიის მფლობელი დღევანდელ ოპოზიციას გარეთ არ აწყობს“,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევნია გიორგი რურუა ციხეში იყოს და მუდამ მის პოლიტიკურ პატიმრობაზე ისაუბრონ.
„არ ვიცი, რურუას რატომ აქვს შეცვლილი რიტორიკა. ფაქტია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჩვეულებრივი პოზიცია აქვს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების მიღების აუცილებლობას.
ეს არ არის მათი პირადი ინტერესი, ესაა სტაბილურობისთვის მოწოდება ყველა პარტიის მიმართ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული კალაპოტიდან ამოვარდნის წინაპირობა არ შექმნას.
რურუა, როგორც პოლიტიკური ლიდერი, და ოპოზიციური მედიის მფლობელი დღევანდელ ოპოზიციას გარეთ არ აწყობს. მათ ურჩევნიათ, ის იქ იყოს სადაც არის და მუდმივად მის პოლიტიკურ პატიმრობაზე ილაპარაკონ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
დაგაინტერესებთ: „რესპუბლიკური საავადმყოფოს პალატაში, საწოლში ჩაცხრილეს“ – დოკუმენტი სკანდალურ საქმეებზე











