15 მაისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოსი ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსადმე მოიმატებს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
მზიანი დღე იქნება ბათუმშიც.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ძირითდად მზიანი დღეა მოსალოდნელი. იწვიმებს თელავში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ხოლო ღამით +13 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში დღისით დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.











