12 ივნისს საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქრთველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ხოლო ღამით +14 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთში, მესტიაში, ჭიათურაში, ახალციხესა და ბორჯომში. ბათუმში ძირითადად უნალექო დღე იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, ხოლო ღამით +15 გრადუსი იქნება. იწვიმებს ლაგოდეხში, სიღნაღსა და თელავში. გურჯაანში უმეტესად უნალექო დღე იქნება.
რუსთავში ასევე იწვიმებს. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უხვი ნალექია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.











