16 ივნისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ხოლო ღამით +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.











