21 ივნისს საქართველოში ძირითადად უნალექო დღეა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, ხოლო ღამით +19 იქნება. იწვიმებს ქუთაისსა და ზუგდიდში.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +38, ხოლო ღამით +21 გრადუსი იქნება.
რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.











