28 ივნისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ხოლო ღამით +21 გრადუსი იქნება.
იწვიმებს ქუთაისში, ბათუმში, მესტიაში, ამბროლაურსა და ბორჯომში.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +39, ხოლო ღამით +23 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +39 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +38 გრადუსს მიაღწევს, ღრუბლიანი იქნება დღე, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი.











