22 მარტს საქართველოში ძირითადად ნალექიანი დღე იქნება. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსამდე დათბება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმას პროგნოზიებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება.
რუსთავში დროგამოშვებით იწვიმებს. მოსალოდნელია ძლიერი ქარი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი.
რაც შეეხება დედაქალაქს, მცირე ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6.











