2 ივლისს საქართველოში ძირითადად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37, ხოლო ღამით +21 გრადუსი იქნება. იწვიმებს ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში.
აღმოსავლეთ საქართველოშიც ნალექიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავსა და გურჯაანში.
რუსთავში დღისით ჰაერი +36 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +35 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი.











