6 ივლისს საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის ტემპერატურა +32, ხოლო ღამით +19 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +38, ხოლო ღამით +21 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმა და ქარია მოსალოდნელი.











