26 ივლისს საქართველოში ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერი ტემპერატურა დღისით +34, ხოლო ღამით +22 გრადუსი იქნება. იწვიმებს ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში.
აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +36, ხოლო ღამით +22 გრადუსი იქნება.
რუსთავში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი.











