27 სექტემბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი იქნება.
ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდში დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმი ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
მესტიაში +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურში +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.
+21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
გუდაურში, დღისით +9 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.











