ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1191 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.0950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0241 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6787 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.6437 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0350 ლარი შეადგინა.









