დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს დადასტურებული შემთხვევიდან ძირითადი ნაწილი სიმპტომიანი პაციენტები არიან.
„რაც შეეხება დადასტურებული შემთხვევების წყროებს. 1351 შემთხვევიდან ძირითადად არიან სიმპტომებიანი პაციენტები. 1012 არის სიმპტომიანი, 51 არის კონტაქტები, ასევე 61 არის სამედიცინო პერსონალი“,- ამბობს ამირან გამყრელიძე.
დღეს ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე გარდაიცვალა 14 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშ იმყოფება 6582 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2895.











