5 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 27 ათასზე მეტი აქტიური კოვიდინფიცირებულია. ამასთან, ბინაზე სულ 621 ადამიანი მკურნალობს.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456. მათ შორის, 6 768 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 981, აჭარაში – 1 009, იმერეთში – 1 252. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 318 – თბილისში, 2 004 – აჭარაში, 424 – იმერეთში. 16 621 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“,- აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 5 450 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 036 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 37.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1241 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი 6671.











