დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 762 542 შემთხვევა გამოვლინდა, 43 967 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.











