დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, ქვეყანაში კოვიდის კიდევ ერთი ახალი შტამი, სახელწოდებით B1525-ია აღმოჩენილი.
ახალი შტამი, ბრიტანეთში დაფიქსირებული 32 შემთხვევის გარდა, კიდევ ათამდე ქვეყანაშია გავრცელებული.
მკვლევრების ცნობით, ახალი ვარიანტის სპაიკ-ცილა შეიცავს ისეთ მუტაციებს, როგორიცაა E484K. აღნიშნული მუტაცია ფიქსირდება სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში აღმოჩენილ ვირუსის სახეობებში.











