დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 125 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 4,241,677 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 125,168 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3,348,489-ს შეადგენს.











