დიდ ბრიტანეთში სკოლები, სავარაუდოდ, მარტამდე არ გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვებს 15 თებერვალს გადახედავს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება.











