დიდ ბრიტანეთში წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩასულმა მოქალაქეებმა 10-დღიანი თვითიზოლაცია სპეციალურ სასტუმროებში უნდა გაიარონ.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სპეციალურ სასტუმროებში დასარჩენად მათ £1,750 უნდა გადაიხადონ. ამ თანხაში სასტუმროში დარჩენის, ტრანსპორტისა და ტესტირების საფასური შედის.
ამჟამად წითელ ზონაში 33 ქვეყანაა. მათ შორის პორტუგალია, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4,038,078 შემთხევაა დაფიქსირებული
ვირუსს 117,166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2,160,515-ს შეადგენს.











