დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.











