„მსოფლიომ მხოლოდ COVID-19-ზე აღარ უნდა იფიქროს“,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მსოფლიომ მხოლოდ COVID-19-ზე აღარ უნდა იფიქროს იფიქროს და უგულებელყოს ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის სექტორში არსებული გამოწვევები, რომლებიც პანდემიის დროს შეიქმნა“,- აცხადებს საჯიდ ჯავიდი.
არსებული მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა მოზარდების 86%-მა მიიღო, 64%-ი კი სრულად არის ვაქცინირებული.











