ვაქცინაციის მიუხედავად, კოვიდი მომავალი რამდენიმე ზამთრის განმავლობაში კვლავ პრობლემა იქნება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავარმა ექიმმა, კრის უიტიმ განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
„ეს არის ის საკითხი, რომელიც გრძელვადიანი პერსპექტივაში უნდა დავინახოთ. ვფიქრობ, კოვიდი მომავალი რამდენიმე ზამთრის განმავლობაში კვლავ პრობლემად დარჩება“,- აცხადებს უიტი.
მისი თქმით, სხვა რესპირატორული დაავადებები, რომელთა საწინააღმდეგო ვაქცინებიც არსებობს, ყოველწლიურად გარდაცვალების საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს იწვევენ.
„სწორედ ამიტომ, მეშინია, რომ კორონავირუსიც მათ სიას დაემატება და მოწყვლად ჯგუფში მყოფი ადამიანები, ვაქცინაციის მიუხედავად, კვლავ რისკის ქვეშ იქნებიან“,- აღნიშნა უიტიმ.











