ამნისტია და მელიას საქმე აღარ არის შეერთებული შტატების გადასაწყვეტი, დიდი იმედი მაქვს, ნიკა მელია პარლამენტში შევა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩიმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ შეთანხმება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში პარლამენტარები შევიდნენ და დაიწყეს მუშაობა. რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონის განხილვასთან დაკავშირებით პოლიტიკური ლიდერები უნდა მივიდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე.
ახლა მიმდინარეობს განხილვის ჯანსაღი პროცესი. რაც მთავარი და მნიშვნელოვანი იყო, პარლამენტარებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს, ახლა რეფორმებზე მუშაობის დაწყებაა საჭირო, როგორიცაა სასამართლო რეფორმა. ასევე, საარჩევნო პირობების გაუმჯობესება, რათა მოსახლეობამ დაიბრუნოს პოლიტიკოსებისადმი ნდობა.
კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ის პოლიტიკოსები, რომლებმაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რაც შეეხება ამნისტიას, ეს არ არის აშშ-ის გადასაწყვეტი, არც მელიას საქმე აღარ არის შეერთებული შტატების საკითხი, მელიამ ეს თავად უნდა გადაწყვიტოს, ის ძალიან დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელია და დიდი იმედი მაქვს, შევა პარლამენტში“, – აცხადებს კელი დეგნანი.











