საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ქალი დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის დააკავეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ, სსკ-ის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს, დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი“, – განაცხადეს უწყებაში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.











