საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძვნებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„დიდია ჩემი მწუხარება! ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ლალის, მთელ ოჯახს და ჩვენ საზოგადოებას, რამეთუ, დიდი თუ პატარა, ყველანი ვაცნობიერებთ თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა დღეს ქართულმა კულტურამ.
ჩემთვის პირადად ახალგაზრდობიდან, პარიზის ემიგრაციის წლებიდან, ბატონი ანზორი იყო განსახიერება ქართული სიმღერისა და გალობის, ანუ ქართული სულის. წლები გავიდა და ვამაყობ იმითი, რომ შემიძლია იგი დღეს ვახსენო ჩემ უფროს მეგობრად“,- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 81 წლის ასაკში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.











