დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერ გია ვოლსკის. ყველა ხმა მან უნდა მიიღოს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.
„დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ვუჭერ გია ვოლსკის. ყველა ხმა მან უნდა მიიღოს. ვინც მივა, უნდა დაუჭირონ მხარი გია ვოლსკის და საუკეთესო კომუნისტურ ტრადიციებში, როცა ერთი კანდიდატი იყო და მთელი ხმები მასთან მიდიოდა, მინდა, რომ ბატონი გიაც ეგრე შევიდეს პარლამენტში“, – ამბობს ჯაფარიძე „მთავარის“ ეთერში.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა, მათ შორის თავად ჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად უარი თქვა.











