დიდუბეში სამტრედიის ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. უცნობია რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, თუმცა გავრცელებული ცნობით, შემთხვევის ადგილას სისხლის კვალი არ არის.
გარდაცვლილი შუახნის ასაკის ქალი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











