დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა მიიღო.
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
მარადონას ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელი და გულშემატკივარი მიიჩნევს მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.











