fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დიღომი ვილა გაზი“ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს

14:44 ნოემბერი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
807
ნახვა

„დიღომი ვილა გაზი“ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს.

“პრაიმტაიმნიუსი” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„დიღომი ვილა გაზის” მიერ მოსახლეობისთვის რამე საფრთხის შემცველი ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. კომპანია მოქმედებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენი კუთვნილი გაზსადენი ქსელი „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, რომლის დღევანდელი სახელწოდებაა „თბილისი ენერჯი“, მითვისებული აქვს უკანონოდ 2004 წლიდან. წინა ხელისუფლების დროიდან ადგილი ჰქონდა არაერთ უკანონო ქმედებასა და იძულებას, რომელიც ვერ იქნა დაძლეული ჩვენ მიერ. 2013 წლიდან დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის ძებნა, რომელიც რამდენიმე წელს უსაფუძვლოდ გაგრძელდა. მარეგულირებელი კომისია ლობირებდა „თბილისი ენერჯის” და უკანონოდ გვიზღუდავდა ლიცენზიის მიღებას, ბუნებრივ მონოპოლისტად იხსენიებდა „თბილისი ენერჯის” და უსამართლოდ ლობირებდა მათ ინტერესებს. საბოლოოდ, მივმართეთ სასამართლოს, გავიარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამივე ინსტანცია, რომელიც დასრულდა ჩვენი კომპანიის სრული გამარჯვებით, სემეკ-ს დაევალა ლიცენზიის გაცემა და დიღომი 7, 8, 9, 10-ს დასახლებაში, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, მოგვენიჭა ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდების ლიცენზია. მიუხედავად ამისა, დღესაც არ სრულდება სასამართლო გადაწყვეტილებები და „თბილისი ენერჯის” მხრიდან ადგილი აქვს უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს.

რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, აღვადგინეთ და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით მოვახდინეთ გაზსადენი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვება, რასაც მოჰყვა „თბილისი ენერჯის,, გაღიზიანება, სამართლებრივად ყველა გზა მოჭრილი აქვთ და მიმართეს შანტაჟს. მოსახლეობაში გადაკეტეს ბუნებრივი გაზის მიწოდება და შექმნეს ხელოვნურად საფრთხის შექმნის პანიკა. ჩვენ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით გვერდზე გადავდეთ კომერციული ინტერესი, გავერიდეთ კონფლიქტს და მივეცით გაზის გაშვების საშუალება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რაიმე საფრთხის შემცველ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, საფრთხეს თვითონ უქმნიან მოსახლეობას კუსტარულად შექმნილი ქსელებით, ქვებით აქვთ რეგულირების პუნქტები გაჭედილი, რომ წნევის დავარდნის შემთხვევაში გაზი არ გაითიშოს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი კომპანია არის ლიცენზირებული, გაზის კვების წყარო გვაქვს სახელმწიფოს ცენტრალური გაზსადენიდან, გაზს ვყიდულობთ „სოკარისგან“ და ყველა დოკუმენტი წესრიგშია. მათი მიზანია, იყვნენ მონოპოლისტები და გააკოტრონ პატარა კომპანიები, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიმართ არ აქვთ მსგავსი ქმედებები განხორციელებული. ყველა პატარა კომპანიას, რომელიც მოქმედებს თბილისის მაშტაბით, უქმნიან ხელოვნურ პრობლემებს და ხალხში ავრცელებენ პანიკას ხელოვნურად.

გუშინდელი ფაქტი მათი მხრიდან სცილდება სამოქალაქო დავის სფეროს და ადგილი აქვს კრიმინალს. იმედი გვაქვს, გამოძიება დაადგენს სიმართლეს და ყველა აგებს კანონის სრული სიმკაცრით პასუხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: დიღომი ვილა გაზითბილისი ენერჯი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გაზმომარაგების შეზღუდვის შესახებ, „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს

ივნისი 28, 2021
817
მთავარი ამბავი

24 ივნისის გაზის მიწოდება 6 000-მდე აბონენტს შეუწყდება

ივნისი 23, 2021
993
ეკონომიკა

სემეკი „თბილისი ენერჯის“ სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

მაისი 27, 2021
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია