დილამდე გაძელით, ხვალ დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.
„მინდა ყველა ჩვენს აქტივისტს, ყველა საარჩევნო უბანში წარმომადგენელს მოვუწოდო – ბოლომდე იდექით მაგრად, დილამდე გაძელით. ხვალ დილიდან ვაცხადებ მასობრივ მობილიზაციას. არ მივცემთ ივანიშვილს შესაძლებლობას მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი, რადგან ის იპარავს საქართველოს და თითოეული თქვენგანის ბედს.
მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ ძალას, მესმის რომ ყველა არ არის თავისი საარჩევნო შედეგით კამყოფილი. ახლა აღარ არის კონკურენციის დრო, ახლა თითოეული თქვენგანის ხმა დასაცავია. ახლა აღარ არის დრო გვერდით დგომის და სეირის ყურების. ან ახლა ყველანი ვდგებით ერთად, ყველა ერთად ვაყალიბებთ ეროვნული ერთიანობის მთავრობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.











