განათლების მინისტრმა სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესი და პირობები დაამტკიცა.
მიხეილ ჩხენკელის ბრძანება ძალაში დღეს შევიდა.
სკოლებში დისტანციური სწავლების სხვადასხვა მოდელებზე გადასვლის წინაპირობები, დისტანციური გაკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა და სკოლის ვალდებულება, ეს ის საკითხებია, რომელიც დეტალურად არის გაწერილი ბრძანებაში, რომელის სრულად გაცნობა შეგიძლიათ ამ ლინკზე.











