დმანისის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ იფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, თვითმხილველების თქმით, 23 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე მგზავრი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ.
ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ავტორი: მარიამ ქველაძე











