აშშ-ის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში თეთრ სახლში პირველ საჯარო ღონისძიებას უმასპინძლებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპი საკუთარ მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართავს.
„ბატონი პრეზიდენტი ყველასგან მოშორებით, აივანზე იქნება და თავის მხარდამჭერებს მიმართავს“ – ამბობს თეთრი სახლის წარმომადგენელი.
დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გუშინ განიკურნა. მისივე თქმით, მას ვირუსის დამარცხებაში ანტისხეულების ექსპერიმენტული პრეპარატი „რეგენერონი“ დაეხმარა
აშშ-ის ლიდერის კოვიდინფიცირების შესახებ 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი. მას 7 ოქტომბერს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების კოქტეილი დაუნიშნეს. ამ კოქტეილს კომპანია „რეგენერონი“ აწარმოებს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს პრეპარატი კორონავირუსთან საბრძოლველად ეფექტურია, თუმცა ძალიან ძვირია, ვინაიდან მისი წარმოებისთვის სპეციალურ უჯრედულ ჰიბრიდებს იყენებენ.











