აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა, თუმცა თავს „დაღლილად გრძნობს“. ტრამპი მუშაობას ჰოსპიტალიდან გააგრძელებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს კორონავირუსი 2 ოქტომბერს გამოუვლინდათ.
გამოცემა Vanity Fair-ი კი აქვეყნებს სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ ტრამპს დაეწყო ხველა და აეწია ტემპერატურა. თეთრ სახლში შფოთავენ ლიდერის ჯანმრთელობაზე მისი ასაკის გამო – ტრამპი 74 წლისაა.
გამოცემის წყაროს ცნობით მელანია ტრამპს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.
ცნობისთვის, აშშ-ში დღეის მდგომარეობით კორონავირუსის 7 277 759 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამ მონაცემებით ის ლიდერობს მთელ მსოფლიოში.











