გაგრაში ტყეში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ შენობებს მიუახლოვდა,-ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან ქალაქის სახანძრო სამსახურის უფროსმა დავით ბგანბამ განაცხადა.
”ახლა ჩვენ ვართ პოზიციებში, რომ შევძლოთ საცხოვრებელი შენობების დაცვა”, – თქვა ბგანბამ.

ბგანბას ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი შენობებიდან დაახლოებით 150 მეტრში არის დაშორებული. ხანძრის არეალი ჯერ განსაზღვრული არ არის, აღნიშნა მაშველმა.

მანამდე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალისა და ოჩამჩირის რეგიონებში ადგილობრივი ხანძრები აღინიშნა.

ავტორი: თეა შონია










