„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მისივე თქმით, დროზე წასვლასაც ჭკუა უნდა.
„გაძარცული, გაკოტრებული, ვალებში ყელამდე ჩამხრჩვალი, დანგრეული და პოლიტიკურ ჩიხში შეყვანილი სახელმწიფო, გაღატაკებული, უიმედობას მიცემული ხალხი და მინიმუმ, 10 დაკარგული წელიწადი ქვეყნის განვითარებაში. მისია „შეასრულა“. ისე, უჭკუო არაა. დროზე წასვლასაც ჭკუა უნდა, სანამ საკუთარი ხალხის რისხვა წაგლეკავს და საერთაშორისო სანქციების მსუსხავი ხელი შეგეხება,“ – წერს სალომე სამადაშვილი.











