ბელარუსის მართლმადიდებლურმა ავტოკეფალიურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
„ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია. ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და მათ აბუჩად იგდებენ“, – ნათქვამია ბელარუსის მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში
გამოცემის ინფორმაციით, ბელორუსის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ბელორუსების რელიგიური ორგანიზაციაა, მაგრამ ბელორუსის ხელისუფლება უარს ამბობს მის რეგისტრაციაზე, რის გამოც მას არ შეუძლია მიიღოს კონსტანტინოპოლის კანონიკური ეკლესიის სტატუსი.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები კვირაობით იმართება.











