Ryanair-ის თვითმფრინავმა, რომელიც ირლანდიიდან პოლონეთში მიფრინავდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ბერლინში საავარიო დაშვება განახორციელა.
ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორტზე 160 ადამიანი იმყოფებოდა. ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცავებმა თვითმფრინავი სრულად შეამოწმეს, მაგრამ ვერავითარი საფრთხე ვერ აღმოაჩინეს.
ბერლინის პოლიციის ოფიცრის განცხადებით, მგზავრებმა პოლონეთის მიმართულებით ფრენა სხვა თვითმფრინავით განაგრძეს.










