„ძალიან დიდი წნეხი მიდის სასამართლო სისტემაზე ყველა მხრიდან, ყველა მიმართულებით”, – ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
‘სწორედ ამ პრობლემების გამო, გადაწყვიტა მთლიანად სასამართლო კორპუსმა და სისტემამ, რომ დღეს შევიკრიბოთ, ვიმსჯელოთ ამ თემებთან დაკავშირებით, იუსტიციის უმღლეს საბჭოს რომ კანდიდატები არ წარედგინა საქართველოს პარლამენტში, ეს კანონის უხეში დარღვევა იქნებოდა“, – განაცხადა შენგელიამ.
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მოსამართლეები სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 – კაციანი სია წარუდგინა. წარდგენილი კანდიდატები არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.








