fbpx
06/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ძალიან დიდია ეს ტკივილი – კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი, სადაც გიორგი შაქარაშვილი თამაშობდა

19:40 ივნისი 22, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ, საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტმა ისაუბრა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა ახალგაზრდა ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა და განაცხადა, რომ მისი გარდაცვალება მთელი ქვეყნისთვის ტრაგედიის ტოლფასია.

„ძალიან დიდი ტრაგედიაა. სიცოცხლით სავსე, ძალიან ზრდილობიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოაკლდა ქვეყანას, ჩვენს გუნდს და მის ოჯახს. ძალიან დიდია ეს ტკივილი. ყველასათვის ცნობილია, რომ „საბურთალო“ არის ერთი დიდი შეკრული ოჯახი და თითოეულ მათგანს როგორც საკუთარ შვილებს, ისე ვზრდით. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. დღეს ბოლო იმედს კიდევ ვაჟღერებდი პირდაპირ ეთერში და გიორგისაც მივმართე, რომ გამოჩენილიყო და ეს ბოლო იმედიც ჩაქრა. ერთადერთი ის დაგვრჩა, რომ მისი ოჯახი ვანუგეშოთ, ჩვენ კი ლოცვებში მოვიხსენიოთ“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა მოსახლეობას და განსაკუთრებით მშობლებს მოუწოდა, რომ ბავშვები კონფლიქტებს და აგრესიას მაქსიმალურად მოარიდონ, რადგან სამომავლოდ ეს მათ ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება.

„მთავარი საქმე ის არის, რომ სწორი დასკვნები და გაკვეთილი გამოვიტანოთ თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით უფროსმა თაობამ, მშობლებმა. დავფიქრდეთ, ხომ არ მიგვიძღვის თითოეულ ჩვენგანს გარკვეული წვლილი იმაში, რომ ჩვენი შვილები ერთმანეთის მიმართ ასეთი აგრესიულები არიან და ფაქტობრივად უმიზეზოდ, ასეთ უბედურ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. ის გაუთავებელი აგრესია, რომელიც მოდის ყოველდღიურად, მათ შორის ჩვენი თაობისგან, ეს ყველაფერი აისახება ახალგაზრდებზე და ისინიც ერთმანეთის მიმართ ნაკლებად მიმტევებლები არიან. ეს აისახება მათ ქცევაშიც და ვიღებთ ასეთ შედეგებს. ალბათ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ ამისგან, რომ მერე ერთმანეთს გავუფრთხილდეთ და შვილებიც ისე უნდა აღვზარდოთ, რომ ერთმანეთთან სიყვარული უფრო მეტი ჰქონდეთ, ვიდრე ქიშპი.

ხეჩიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილი ახალგაზრდებს შორის განვითარებულ კონფლიქტში ჩართული არ ყოფილა.

ერთი რამ ცალსახაა და ამას იქ დაპირისპირებული ახალგაზრდებიც აღიარებენ, რომ თვითონ გიორგი იმ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ის იყო უნიჭიერესი ბავშვი, უკონფლიქტო და უსაყვარლესი ადამიანი. კარგი დედის და მამის გაზრდილი შვილი და უფრო მეტად დასანანია, როდესაც ასეთ შვილებს ვკარგავთ“, – განაცხადა „საბურთალოს“ პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ 4-დღიანი ძებნის შემდეგ, „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი წყალში გარდაცვლილი იპოვეს.

თეგები: საბურთალოტარიელ ხეჩიკაშვილიუბედური შემთხვევა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ნოემბერი 23, 2021
849
მთავარი ამბავი

ახალციხეში  კლინიკამ ოპერაციის შემდეგ გაწერილი პაციენტი უკან დააბრუნა, რის შემდეგაც 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ნოემბერი 19, 2021
835
მთავარი ამბავი

ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში კორპუსის მეხუთე სართულიდან ხუთი შვილის დედა გადმოვარდა და დაიღუპა

ნოემბერი 12, 2021
809

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია