ძალიან გამაბრაზა ისფედის ხელმძღვანელის უტიფრობამ. არც აქვს გაცნობიერებული, რა ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო საზოგადოება, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მთავარი პოლიტიკური კითხვაა, დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება დროულად ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატზე უარის თქმის განცხადებებს.
“ჩემი შთაბეჭდილებით, უახლოეს დღეებში მთავარი პოლიტიკური კითხვა იქნება: დააკმაყოფილებს თუ არა ხელისუფლება დეკემბერშივე ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატზე უარის თქმის განცხადებებს. თუ გადაავადებს საგაზაფხულო სესიისთვის. საერთაშორისო “რჩევების” ძალაც გამოჩნდება.
გამოჩნდება ისიც, ვის რა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს რეალურად”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.











