დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან გულწრფელი რომ ვიყო, ჩვენ ალბათ ეს ადამიანი არ უნდა ჩამოგვეშვა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პროტოკოლის მიხედვით გავრილოვი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში არ უნდა მჯდარიყო.
„ეს არ იყო მხოლოდ პროტოკოლური შეცდომა. ახლა ურემამობრუნებულზე, გზა რომ უფრო კარგად გამოჩნდა უნდა ვაღიაროთ რომ ეს იყო შეცდომა დაკავშირებული თავად სერგეი გავრილოვის ჩამოყვანასთან.
მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი კოლეგები არ დაგვეთანხმებოდნენ ამაში. არის რაღაც ფორმატები, რომელშიც ამ საკითხს ისინი პრიორიტეტად არ უყურებენ, მაგალითად ბერძნები. იმ დღეს გავრილოვის თანაწამყვანი უნდა ყოფილიყო ჩვენი ბერძენი კოლეგა და გავრილოვი იქ არ უნდა მჯდარიყო. პროტოკოლში ასე იყო“, – განაცხადა მდინარაძემ.











