„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დასრულებისას განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა. ყველასგან პასუხისმგებლობა მოითხოვს, რომ ვიყოთ ერთად და გამოვიყენოთ ყველა ჩვენი შესაძლებლობა. მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, ისე როგორც საჭიროა და პარლამენტი იქნება მრავალპარტიული, რომლიც ამ ქვეყანას სჭირდება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა გახსნა.
პარალელურ რეჟიმში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს ხელს აწერენ.











