ბელიაშვილზე, ძიუდოს ფედერაციასთან ხანძარია. „პრაიტაიმნიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ ლტოლვილების დასახლებაში გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განაცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა დაკვამლიანება ისევ არის.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს 6 და 2 სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჯგუფი.











