ძლიერი წვიმის შედეგად ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო გზებზე მეწყრული პროცესები განვითარდა .
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილიდან მობილიზებული 35 ერთეული ტექნიკა ყველა მიმართულებით ახორციელებს გაწმენდით სამუშაოებს.
„ამ დროისათვის მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე მიმართულებით ნაწილობრივ შეზღუდულია, ხოლო სრულად შეზღუდულია შემდეგი მიმართულებები: ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას, შუახევის მუნიციპალიტეტში ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების და კობალთის, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების საავტომობილო გზები.
ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემოვლითი გზებით.
დღის ბოლომდე ძირითად მიმართულებებზე აღდგება საავტომობილო მოძრაობა”- აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ნაირა ქობულაძე












