ბათუმში ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“, სადაც ცოტა ხნის წინ ხანძარი იყო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი იმყოფებიან.
არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, უმოკლეს დროში მოხდება ზარალის დათვლა, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ რა სახის დახმარებას გაუწევენ დაზარალებულებს.
„რამდენიმე წუთის წინ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე ვიცი ის, რომ დაშავებულები არ გყავს. ზარალის რაოდენობა დაითვლება ძალიან მალე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახით მოხდება ამ ზიანის ანაზღაურება და მოქალაქეზე დახმარება. ვიცით, რომ ერთი მაღაზიაა დამწვარი. მნიშვნელოვანია. რომ სწრაფად მოხდა რეაგირება ადმინისტრაციისა და შესაბამისი სამსახურების მხრიდან და პრაქტიკულად 15-20 წუთში მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს მოკვლევა,”- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










