ე.წ „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მეპატრონის ოჯახის წევრებმა, 2008 წელს წართმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები გაშალეს. ადგილზე დაახლოებით 50 პირი იმყოფება.
როგორც ისინი აცხადებენ, არ დაიშლებიან, სანამ არ მიიღებენ საბოლოო პასუხს ყველა იმ უწყებიდან, ვისაც ხელეწიფება სამართლიანობის აღდგენა და მათთვის წართმეული ქონების დაბრუნება.
„ერთ დღეში წართმევა თუ შეიძლებოდა, ერთ კვირაში შეუძლიათ დაბრუნება. დაშლას არ ვაპირებთ არც ერთ შემთხვევაში. თუ საჭირო იქნება, შიმშილობასაც დავიწყებთ. ამ რეჟიმში ვიქნებით, სანამ პასუხს არ გაგვცემენ. თუ აქედან ვერ მივიღეთ სათანადო პასუხი, ვფიქრობთ მეორე ჯგუფმა გააკეთოს ანალოგიური თბილისში პარლამენტთან. ბრძოლას ვაპირებთ ბოლომდე, სამართლის პოვნამდე“, – განაცხადა ილია ანანიძემ, „ხოფის“ ბაზრობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











