ხანძარია ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, სადაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. ცეცხლი ემზარ დავითაძის საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
როგორც დაზარალებული აცხადებს, სახლი მთლიანად დაიწვა და ვერაფრის გადარჩენა ვერ მოახერხეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ადგილზე ოთხი ეკიპაჟი იმყოფება.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
ავტორი: ნაირა ქობულაძე










